საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5582
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016557
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12. 10. 2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 6. 2011 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება დღგ-ის გადახდისაგან განთავისუფლებულია ჩათვლის უფლებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№ 5582-რს

კრებსითი — სრული ვერსია