„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5577
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.016552
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-17 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის გაცემის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის  71-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი პენსიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5577-რს

კრებსითი — სრული ვერსია