საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5569
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.016544
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;“.

2. 316-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.“.

3.  320-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია გარდაცვლილად, არის საფუძველი იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია.“.

4. 321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 321. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4221 მუხლი:

     „მუხლი 4221. ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5569-რს

კრებსითი — სრული ვერსია