საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5567-რს