„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5560
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.016536
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5560-რს

კრებსითი — სრული ვერსია