„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5554
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
450030000.05.001.016532
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ძეგლის მესაკუთრე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სამინისტროსთან მიმართებით ასრულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5554-რს

კრებსითი — სრული ვერსია