ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №35.33.1485
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 25.02.2010) და ამოღებულ იქნეს დადგენილების 21 და 22 პუნქტები.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა