„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35.15.1467
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
310060000.37.101.016096
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.15.1467

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის  №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №287 დადგენილების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №872 ბრძანების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1 . „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის  №13.05.504 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110531010, 06/06/2011 ) შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე -5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა.ა) „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს თავ დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს;“ .

  2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                     გ. უგულავა

 

კრებსითი — სრული ვერსია