,,ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე” ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს №23.06.942 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35.14.1466
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
330130000.37.101.016095
,,ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე” ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს №23.06.942 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.14.1466

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე”  ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს  №23.06.942 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება ,,ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე”  ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს  №23.06.942 დადგენილებაში (სსმ 29.08.2011. ვებგვერდი 110825001) და   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. წინამდებარე დადგენილების  დანართი 1-ით  განსაზღვრულ ზონაში, სამშენებლო  სამუშაოების  ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე  შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის, არსებული  სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის  საერთო ფართობის  თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,5 ლარის ოდენობით.”.

2. აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                გ. უგულავა

 

 

კრებსითი — სრული ვერსია