„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
938
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-02
სარეგისტრაციო კოდი
240.000.000.05.001.000.937
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №21-22, 1994, მუხ.455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის ბოლო წინადადება.

2. 51 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ წარდგენილი ანკეტა აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო ანკეტას უსვამს ბეჭედს, მიუთითებს რეგისტრაციის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს და ანიჭებს კოდს, რომელიც აგრეთვე ჩაითვლება სტატისტიკის კოდად.“.

3. ამოღებულ იქნეს 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 19 ივნისი.

№938–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია