„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.125.016043
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის  27  დეკემბერი

ქ. ტყიბული

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1. 

შეტანილ იქნას ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №51 დადგენილებაში და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1500 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის - 10% 

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში - 40 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 7000 ლარი.“

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაში შევიდეს 2012 წლის 3 იანვრიდან

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           დ. ქათამაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია