„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.113.016075
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2011 წლის 26 დეკემბერი

ქ. ოზურგეთი         

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის №107 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე –კვარტალში 15000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტით;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30000 ლარით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.“.

2.  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 ა. მამეშვილი

კრებსითი — სრული ვერსია