„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
13-60
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2011-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
210070000.36.101.016078
„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება № 13-60

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნ ეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 30 000 ლარი კვარტალში“;

ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 60 000 ლარი კვარტალში“;

გ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტი ს ,,გ“ ქვე პუნქტი ამოღებულ იქნ ეს;

დ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვე პუნქტი:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე 15 000 ლარი კვარტალში .“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია 2012 წლის 3 იანვრიდან.

     საკრებულოს  თავმჯდომარე                                                    ზ. სამადაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია