საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1045
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებით (სსმ III,10.05. 2005 წ., №55, მუხ.597) დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი № 4
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის
იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი
სასურსათო ნორმა
|
| სურსათის დასახელება | განზ. | რაოდენობა |
| 1 | მშრალი პური | გრ. | 300 |
| 2 | მშრალი სუფი | ცალი | 1 |
| 3 | საქონლის ხორცის კონსერვი | გრ. | 325-400 |
| 4 | შაქარი | გრ. | 20 |
| 5 | პაშტეტი | გრ. | 100 |
| 6 | ჩაი ერთჯერადი | გრ. | 2 |