საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 488
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა).
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №193 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით, რათა უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის თანდართული პროგრამით გათვალისწინებული 42373968 (ორმოცდაორი მილიონ სამას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარის ეტაპობრივად გამოყოფა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1 დანართის მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №193 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
მუხლი 3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი თანხის განაწილება ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 31. 2012-2016 წლებში უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდების საბაზო დაფინანსება და საპრიზო ფონდი განაწილდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №2 დანართის მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №193 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
მუხლი 32. 2014-2016 წლებში უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდების საბაზო დაფინანსების ოდენობა (თითოეულ გუნდზე) განისაზღვროს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №193 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.
2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №193 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2012-2016 წლებისათვის
საქართველოში რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისათვის, სამომავლო და უკეთესი წარმატებების მიღწევის მიზნით, მაქსიმალურ ხელშეწყობას.
სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის შედეგად რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) 2013-2016 წლებში ახალ ოთხწლიან ციკლში საქართველოს მიანიჭებს ახალ სტატუსს – High Performance Union და, შესაბამისად, გაზრდის ქართული რაგბის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მაღალი დონის გუნდებთან საქართველოს ნაკრების თამაშებს.
სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს ქვეყნის შიდა ჩემპიონატის განვითარება. ასევე, დაფინანსების პროგრამის თანახმად, დიდი ყურადღება მიექცევა ბავშვებში რაგბის განვითარებას.
სახელმწიფო პროგრამა, ისევე როგორც 2008-2011 წლებში, კვლავ გახდება საფუძველი იმისა, რომ უფრო მეტი სპონსორი გამოიჩენს ინტერესს რაგბისადმი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რაგბის შემდგომ განვითარებას და უკეთესი სპორტული შედეგების მიღწევას.
პროგრამის მიზანია:
1. 2015 წლის მსოფლიო თასზე გასვლა და უკეთესი შედეგის მიღწევა.
2. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად შვიდკაცა ნაკრების მომზადება.
3. ასაკობრივი ნაკრებების მომზადება, მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.
4. უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა.
5. საქართველოს ჩემპიონატის დონის შემდგომი ამაღლება (სპორტული განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, ფორმატის დახვეწა).
6. ბავშვთა რაგბის მასშტაბური განვითარება.
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 3 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №1 93 – ვებგვერდი, 24 .02.2014წ.
ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი (ლარებით)
| თანხა (ლარებით) წლების მიხედვით |
| |||||
| დასახელება | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | სულ |
| საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ქალთა და ბავშვთა რაგბის, საქართველოს ჩემპიონატების, სარაგბო აკადემიის, ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მხარდაჭერა, შეკრებებისა და შეჯიბრებების ხარჯები, დაზღვევა/ლიცენზირება, მსაჯთა და მწვრთნელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტული ინვენტარის შეძენა, ხელფასების და მივლინების ანაზღაურება, სასკოლო პროგრამები და სხვ.) | 3000000 | 3200000 | 5700000 | 7098684 | 6175284 | 25173968 |
| უმაღლესი ლიგის კლუბების საბაზო დაფინანსება და საპრიზო ფონდი | 1000000 | 1500000 | 4500000 | 4500000 | 4500000 | 16000000 |
| პირველი ლიგის კლუბების საბაზო დაფინანსება და საპრიზო ფონდი | 300000 | 450000 | 450000 | 1200000 | ||
| სულ: | 4000000 | 4700000 | 10500000 | 12048684 | 11125284 | 42373968 |
დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 3 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №1 93 – ვებგვერდი, 24 .02.2014წ.
საბაზო დაფინანსებისა და საპრიზო ფონდის გადანაწილება 2012-2016 წლების ჩემპიონატების მიხედვით (ლარებში)
| დასახელება | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | |
| უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება | 1,000,000.0 | 1,000,000.0 | 4,000,000.0 | 4,000,000.0 | 4,000,000.0 | |
| პირველი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება |
|
| 300,000.0 | 300,000.0 | 300,000.0 | |
|
| სულ: | 1,000,000.0 | 1,000,000.0 | 4,300,000.0 | 4,300,000.0 | 4,300,000.0 |
| უმაღლესი ლიგის გუნდების საპრიზო ფონდი | I ადგილი | 98,000.0 | 98,000.0 | 160,000.0 | 160,000.0 | 160,000.0 |
| II ადგილი | 89,000.0 | 89,000.0 | 110,000.0 | 110,000.0 | 110,000.0 | |
| III ადგილი | 80,000.0 | 80,000.0 | 85,000.0 | 85,000.0 | 85,000.0 | |
| IV ადგილი | 75,000.0 | 75,000.0 | 65,000.0 | 65,000.0 | 65,000.0 | |
| V ადგილი | 56,000.0 | 56,000.0 | 45,000.0 | 45,000.0 | 45,000.0 | |
| VI ადგილი | 45,000.0 | 45,000.0 | 35,000.0 | 35,000.0 | 35,000.0 | |
| VII ადგილი | 32,000.0 | 32,000.0 |
|
|
| |
| VIII ადგილი | 25,000.0 | 25,000.0 |
|
|
| |
|
| სულ: | 500,000.0 | 500,000.0 | 500,000.0 | 500,000.0 | 500,000.0 |
| პირველი ლიგის გუნდების საპრიზო ფონდი | I ადგილი | 0 | 0 | 0 | 55,000.0 | 55,000.0 |
| II ადგილი | 0 | 0 | 0 | 45,000.0 | 45,000.0 | |
| III ადგილი | 0 | 0 | 0 | 30,000.0 | 30,000.0 | |
| IV ადგილი | 0 | 0 | 0 | 20,000.0 | 20,000.0 | |
|
| სულ: | 0.00 | 0.00 | 0.00 | 150,000.0 | 150,000.0 |
|
| სულ ჯამი: | 1,500,000.0 | 1,500,000.0 | 4,800,000.0 | 4,950,000.0 | 4,950,000.0 |