საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
920
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-28
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.929
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.“.

2. 549-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:

„2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

3. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№920–IIს

კრებსითი — სრული ვერსია