საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2705
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის №1-1/2684 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის №1-1/2684 ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ავტოგასამართმა, აირგასამართმა და აირსავსებმა საკომპრესორო სადგურებმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (ვიდეოკამერები) უნდა დაამონტაჟონ არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისამდე.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია