„საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
622
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-27
სარეგისტრაციო კოდი
190010000.22.033.016285
„საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 622

2011 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის № 511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის № 511 ბრძანებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების :

1.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს სახელმძღვანელოდ ,, საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა  და  სააღრიცხვო  რეგისტრების ფორმები“ (დანართი).“.

 2.  პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების“ დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3.  მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნ ეს.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012   წლის 1 იანვრიდან.

დ. გვინდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია