„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
302
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-26
სარეგისტრაციო კოდი
010240000.22.030.016034
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №302

2011 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებით (სსმ III, 06.02.2006, №15, მუხ. 190) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველის მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. შინაგანაწესის 61, მე-7, მე-8 და 81 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთათვის.”.

ბ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების მიერ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვების თაობაზე შეტყობინების წესი

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წინასწარ უნდა აცნობონ მინისტრს.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წერილობით უნდა მიმართონ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელს თანხმობის მისაღებად.“.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

კრებსითი — სრული ვერსია