„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
300
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-26
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016033
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №300

2011 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18  ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009წ., №144, მუხ. 1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. . თუ რეზერვში ჩარიცხულ პირს შეეთავაზა შესაბამისი თანამდებობა და იგი უარს აცხადებს ამ თანამდებობის დაკავებაზე, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ამ პირის ამორიცხვა რეზერვიდან.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი                ნ. ვაშაკიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია