საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-22
სარეგისტრაციო კოდი
220010030.11.004.016010
საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №10

2011 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-9 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №5 განკარგულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის  საფუძველზე, ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის  ლოგო დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საბჭოს თავმჯდომარე                     გ. ქადაგიძე

 

დანართი №1

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო – ძველი ქართული მონეტის ფორმაში   გამოსახული მზის სიმბოლო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბარელიეფიდან,  მასში ჩასმულია სტილიზებული ორნამენტი. მარჯვნივ  განთავსებული წარწერით ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“.

 

კრებსითი — სრული ვერსია