აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 უ.ს.რ.ს. დადგენილების („სსმ III, №127, 04.10.10, მუხ.1857) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 5 196,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 3 448, 3 ათასი ლარი;
ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 315, 5 ათასი ლარი;
ა.ბ.) საქონელი და მომსახურება 1 095,7 ათასი ლარი;
ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 2,1 ათასი ლარი;
ა.დ) სხვა ხარჯები 34, 9 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 1 747,6 ათასი ლარი;
გ) ვალდებულებების კლება 0,2 ათასი ლარი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ქობულეთი,
2011 წლის 15 დეკემბერი.
№148–უ.ს.შ.ს