საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 835
�2011 წლის 20 დეკემბერი
�ქ. თბილისი
�სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N 659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
��ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში (სსმ III , 2010 წ., №102, მუხ. 1526) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. სახელმწიფო ქონების საქარ თ ველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზ ღ ვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა� და ,,ბ� და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის �ა� და �ბ� ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზ ღ ვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობაში გადაცემის საფასურისა, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას.�;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
�11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით აუქციონის საფუძველზე სასყიდლით გადაცემისას, სარგებლობაში გადაცემის წლიურ საწყის საფასურს განსაზ ღ ვრავს საქართველოს მთავრობა .�.
2. � ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი