საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5369-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-20
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.016512
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 46-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5369-IIს

კრებსითი — სრული ვერსია