„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
830
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-20
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016388
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №830

 2011 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., № 6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (სამსახური) ხელმძღვანელი;

კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია