საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №827
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2009 წ., №148, მუხ. 1745) დამტკიცებულ ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციებისა და კონფესიების მიერ წარმოებულ სამშენებლო, სარემონტო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი