საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 472
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მ აისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ ვ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური