„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
889
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-11
სარეგისტრაციო კოდი
470.000.000.05.001.000.920
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) სამედიცინო პერსონალი – სამედიცინო და არასამედიცინო განათლების მქონე პირები, რომლებიც ეწევიან პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას;“.

2. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება და სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება;“.

3. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28

1. დამოუკიდებელი პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სათანადო სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტს.

2. სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენზის მქონე სპეციალისტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს შეიცვალოს ან მიიღოს სხვა სამედიცინო სპეციალობაც (სპეციალობებიც).“.

4. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

5. 154-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2001 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს, რომელმაც 2001 წლის 1 ივნისამდე მიმართა სასერტიფიკაციო საბჭოს, მაგრამ არ ჩაუტარდა სასერტიფიკაციო გამოცდა, 2001 წლის 1 სექტემბრამდე ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 25 მაისი.

№889–IIს

კრებსითი — სრული ვერსია