„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
356
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №356

2001 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს  პრეზიდენტთან  არსებული  საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულების მე-3 პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი დაყოფილია საბუნებისმეტყველო, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ჰუმანიტარულ და ტექნიკის მეცნიერებათა სექციებად. თითოეული სექცია განისაზღვრება 23 წევრით.“

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია