„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
870
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-15
სარეგისტრაციო კოდი
280.070.000.05.001.000.918
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-12 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:

„1. ამ კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო პენსიებით უზრუნველყოფა ხდება იმ პარლამენტის წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1992 წლიდან.“.

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-15 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან, მე-16 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2002 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-17 მუხლით განსაზღვრული პირების საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.“

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 27 აპრილი.

№870-IIს

კრებსითი — სრული ვერსია