საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №819
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 დეკემბრის №605 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 დეკემბრის №605 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვა: „ეკონომიკური“ შეიცვალოს სიტყვებით: „ეკონომიკისა და მდგრადი“;
ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
გ.ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა №12.“;
გ.ბ) მე-4 მუხლის:
გ.ბ.ა) პირველ პუნქტში სიტყვა: „ეკონომიკური“ შეიცვალოს სიტყვებით: „ეკონომიკისა და მდგრადი“ ;
გ.ბ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში:
გ.ბ.ბ.ა) ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით“;
გ.ბ.ბ.ბ) სიტყვები: „აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი“ ;
გ.ბ.გ) მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ.დ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვა: ,,ეკონომიკური“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ეკონომიკისა და მდგრადი“ ;
გ.გ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;
გ.დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა: ,,ეკონომიკური“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ეკონომიკისა და მდგრადი“ .
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი