საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №818
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 964) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული რაიონები – 34 - 40;“;
ბ) ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის პირველი პუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი