„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
868
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-11
სარეგისტრაციო კოდი
430.060.000.05.001.000.916
„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1.

„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 2-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „12 თვის”.

3. 17-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „12 თვის”.

4. 18-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები “2 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „24 თვის”.

5. 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „3 წლის” შეიცვალოს სიტყვებით “18 თვის”.

6. 20-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „5 წლის” შეიცვალოს სიტყვებით “16 თვის”.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით “12 თვის”.

8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „4 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „18 თვის”.

9. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „4 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „16 თვის”, ხოლო სიტყვები „2 წლის” _ შეიცვალოს სიტყვებით “12 თვის”.

10. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში სიტყვები “1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით “12 თვის”.

11. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „2 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „16 თვის”, ხოლო სიტყვები „1 წლის”_ სიტყვებით “12 თვის”.

12. 27-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები “2 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „16 თვის”, ხოლო სიტყვები “1 წლის”- სიტყვებით “8 თვის”.

13. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „4 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „32 თვის”, ხოლო სიტყვები „2 წლის”- სიტყვებით “16 თვის”.

14. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „5 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „36 თვის”, ხოლო სიტყვები „3 წლის”_ სიტყვებით “20 თვის”.

15. 30-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „2 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „16 თვის”.

16. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით “12 თვის”.

17. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა და ჯანმრთელობით, განსაკუთრებით მხედველობის, სმენისა და მეტყველების მდგომერეობით, უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციის მოთხოვნებს.”;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოპერატორი ვალდებულია გაიაროს სწავლებისა და მომზადების აღიარებული კურსი და თავისი კომპეტენტურობით აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.”.

18. მე-34 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით „12 თვის”.

19. მე-35 მუხლის “ბ” ქვეპუნქტში სიტყვები “1 წლის” შეიცვალოს სიტყვებით “12 თვის”.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 27 აპრილი.

N868_Iს

კრებსითი — სრული ვერსია