„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
470
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016630
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1546) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი.“.

2. მე-10 მუხლის „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 3. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191

ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ბიუროს ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) ბიუროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ) საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

დ) ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბიუროს ექსპერტები, მთავარი სპეციალისტები, მთავარი ბუღალტერი, იურისტები, სპეციალისტები, პროგრამისტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრატორები, პიარ-მენეჯერი;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური                                                   

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია