საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
859
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-01
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.000.915
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე ნაწილი:

„45. 2003 წლის 1 იანვრამდე საქართველოში პიროლიზის თხევადი პროდუქტის (სასაქონლო ნომენკლატურის კოდები: 391190000; 391190900) იმპორტი დაიბეგროს აქციზის შემდეგი განაკვეთით – 50 ლარი 1 ტონაზე. პიროლიზის თხევადი პროდუქტის იმპორტის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნული ნივთიერების გადამუშავებისათვის აუცილებელი გარემოსდაცვითი ნებართვა.“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                           ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 27 აპრილი.

№859–IIს

კრებსითი — სრული ვერსია