„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
850
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2001-04-30
სარეგისტრაციო კოდი
200.230.100.05.001.000.914
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე შეუწყდათ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები ან უსარგებლიათ რესტრუქტურიზაციის რეჟიმით, ეკრძალებათ მოითხოვონ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეაბილიტაცია.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 10 აპრილი.

№850–Iს

კრებსითი — სრული ვერსია