,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
807
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-12
სარეგისტრაციო კოდი
300390000.08.002.016378
,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 807

 2011 წლის 12 დეკემბერი

 ქ. თბილისი

,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის № 104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის № 104 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  ა) ბრძანებულების პირველი პუნ ქ ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და ავტობუსებით ( M3 კატეგორია - 5 ტონაზე მეტი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.“;

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია