„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
806
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-09
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016377
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №806

�2011 წლის 9 დეკემბერი

�ქ. თბილისი

�თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., № 6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია