საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკონმდებლო მაცნე, №14(21) 1999წ., მუხ.61) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 10 აპრილი.
№847–IIს