სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №21
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ (ვებპორტალი, 11/02/2011) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი