,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.105.016053
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილებ ა №38

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმარ­თველობის შესახებ“ საქართველოს ორგანუ­ლი კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (სსმ , 31/10/201 1წ .) შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -3 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ხოლო მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად.“ .

2. მე -5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

,,1. საგანგებო სიტუაციების სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელ­შეკ­რულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნ ეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.“ .

3. მე -5 მუხლის მე -3 პუნქტიდან ამოღებულ იქნ ეს ,,ზ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                ლ. კონჯარია

კრებსითი — სრული ვერსია