”ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2576
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016131
”ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2576

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანების მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისამდე:

ა) სამოქალაქო ავიაციის საგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის” მე-2 მუხლის „ო”-„უ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება;

 ბ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის” მე-3 მუხლის „ზ”-„კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

კრებსითი — სრული ვერსია