„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5355-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
070000000.05.001.016505
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:

     „მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების აღსრულება

1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.

3. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება უქმდება და ეს პირი მოვალეთა რეესტრიდან ამოირიცხება მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ნოემბერი.

№5355-IIს

კრებსითი — სრული ვერსია