„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5306-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
460000000.05.001.016502
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5306-IIს

კრებსითი — სრული ვერსია