საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
448
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016608
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 4 4 8

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი სათვის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივ ლ ისის დადგენილება №1 9 3 – ვებგვერდი, 01.08.2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია