„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
1211/05-1
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2011-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-07
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1211/05-1

2011 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის  2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 268 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.

3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 6.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის

სამსახურის უფროსი                                                                          მ. როინიშვილი


                                                                                                                დანართი №1

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

 

№

 

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები),

ზედმეტი სახელი (ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

 

 

მისამართი(ები),

შესაძლო ადგილსამყოფელი

 

სიაში შეყვანის თარიღი

 

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

268

სახელები:

1. ანვარი (ANWAR)

2. ნასსერი (NASSER)

3. აბდულლა (ABDULLA)

4.ალ-აულაქი (AL-AULAQI)

დაბ.თარიღი: 

ა) 21.04.71

ბ) 22.04.71

დაბ.ადგილი: ლას კრუსეს, ნიუ მექსიკო, აშშ (Las Cruces, New Mexico, United States of America) ეროვნება/მოქალაქეობა:

ა) აშშ

ბ) იემენი

 

ა) ანვარ ალ-აულაქი (Anwar al-Aulaqi);

ბ) ანვარ ალ-ავლაკი (Anwar al-Awlaki);

გ) ანვარ ალ-ავლაქი (Anwar al-Awlaqi);

დ) ანვარ ნასერ აულაქი (Anwar Nasser Aulaqi);

ე) ანვარ ნასერ აბდულლაჰ აულაქი (Anwar Nasser Abdullah Aulaqi);

ვ) ანვარ ნასერ აბდულლა აულაქი (Anwar Nasser Abdulla Aulaqi).

 

პასპორტის მონაცემები:

პირადი ნომერი:

 

 

20.07.10

(ცვლილე-ბები

 30.11.11)

 დასტურდება მისი გარდაცვალება იემენში(Yemen) 2011 წლის 30 სექტემბერს.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია