საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
173
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №173

2000 წლის 4 მაისი

ქ.თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის  №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვები „თხოვნის“ და „შუამდგომლობის“ შეიცვალოს სიტყვებით „შუამდგომლობის“ და „განცხადების“.

2. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულის გადაცემისა (საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით) და გადმოყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს გენერალური პროკურატურა და  შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს აწვდიან 10 დღეში“.

3. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს სასა­მართლოების მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების გადმოყვანას და გადაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“.

4. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში შეიმუშაოს ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია