,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
789
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-05
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016373
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №789

 2011 წლის 5 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებული დებულების XVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია