საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
817
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-31
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.000.903
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. 2002 წლის 1 იანვრამდე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები (სასაქონლო ნომენკლატურის კოდები 271000110-271000690), ამ კოდექსის 130-ე მუხლის ცხრილის 22-ე გრაფაში მითითებული აქციზის განაკვეთების ნაცვლად, დაიბეგროს შემდეგნაირად:

ა) ნავთობის მსუბუქი და საშუალო დისტილატები (სასაქონლო ნომენკლატურის კოდები 271000110-271000590) – 200 ლარი ერთ ტონაზე;

ბ) ნავთობის მძიმე დისტილატები (სასაქონლო ნომენკლატურის კოდები 271000610-271000690) – 100 ლარი ერთ ტონაზე.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 16 მარტი.

№817–IIს

კრებსითი — სრული ვერსია