საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5337-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-05
სარეგისტრაციო კოდი
420000000.05.001.016490
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) დაემატოს შემდეგი შინაარსის 291  მუხლი:

     „მუხლი 291. სამოქალაქო ავიაციის პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმელი

1. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს.

2. საავიაციო პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხის გათვალისწინებით ამტკიცებს სააგენტო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5337–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია